Sunday, September 28, 2014

ტრენინგის მეორე დღე


გავიმეორე პირველი დღის მასალა, Word-ის ინსტრუმენტები, გამეორება ხომ ცოდნის დედაა. ვისწავლე ბუკლეტების დამზადება, რასაც აუცილებლად განვახორციელებ პრაქტიკაში.ეს დამეხმარება სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვაში, წარმატების მიღწევაში მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოში.ასევე ეს დამეხმარება ინტერესი გავუღვიძო მოსწავლეებს და განუვითარო მაღალი სააზროვნო უნარები, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას სასწავლო პროცესში. ასევა კლასის გარეთ საზოგადოებასთან ურთიერთობას. შესაძლებელი ხდება ინფორმაციის ზუსტი გაცვლა და მოსწავლეებისატვის კომუნიკაციის ეფექტური მეთოდის დემოსტრირება

Saturday, September 27, 2014

ტრენინგის პირველი დღე

გავეცანი ინტელის სასწავლო კურსს.ტრენინგის მიზანია შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროცესი. შევისწავლე პორტფოლიოს საქაღალდის შეექმნა , თითოეულ საქაღალდეში შესაბამისად სასწავლო რესურსების შენახვა.გავეცანი მასწავლებლების მიერ შექმნილ პროექტებს, რომელსაც დღეს უკვე სულ სხვა თვალით შევხედე და გამოვიყენებ ჩემს საგანში. ვისწავლე ბლოგის შექმნა და ბოლოს მოვახდინე რეფლექსია.შევისწავლე   ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება,       კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით.რაც ხელს შეუწყობს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას.