Sunday, October 19, 2014

ტრენინგის შეჯამება

გავიმეორეთ  ტრენინგის მერვე დღის მასალები. ვიმუშავე ბლოგში-ვისწავლე

 გვერდების შექმნა,   HTML გაჯეტი. გავაკეთეთ პროექტების პრეზენტაცია.

ჩემი პროექტი იყო წყლის დაბინძურება.  წყლის დაბინძურება დღესდღეობით

 აქტუალური თემაა. ჩემი მოსწავლეები წელიწადში 2-ჯერ(სასწავლო წლის დასაწყისში

და სასწავლო წლის ბოლოს ) გავდივართ ბუნებაში და ვასუფთავებთ მდინარე ტანას

სანაპიროებს.მოსწავლეებმა გადაიღეს სურათებიც, გამოიყენეს ადამიანური რესურსები.

 განახორციელეს პროექტი და წარმოადგინეს ფორმატის ქაღალდზე.

ტრენინგის მე-3 დონემ სულ სხვა თვალით დამანახვა პროექტზე მუშაობა, რაშიც დიდი

დამსახურება მიუძღვის ქალბატონ ქეთევან ცერაძეს. ამ ტრენინგებზე ნასწავლი

დამეხმარება სასწავლო პროცესში გამოვიყენო ინფორმაციული ტექნოლოგიები.

ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას

სწავლა-სწავლების პროცესში და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული

საკითხების უკეთ გაგებას, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას. გავითვალისწინო

 თითოეული მოსწავლის ინტერესები და შესაძლებლობები , რაც გაზრდის მოსწავლეთა

მოტივაციას. შევქმნა მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო, ვინაიდან

ეროვნული სასწავლო გეგმისა და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების

დოკუმენტებიდან გამომდინარე საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე,

მისი განვითარების პროცესი და შედეგი.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქალბატონ ქეთევან ცერაძეს მუხლმოუხრელი

მუშაობისათვის.
დიდი სიყვარულით ნინო ონიაშვილი

Saturday, October 18, 2014

ტრენინგის მე-8 დღე

ამ ეტაპისთვის კარგად მაქვს განსაზღვრული სასწავლო პროექტის მიზნები.შევიმუშავე

შეფასების კრიტერიუმები.ყურადღება შემიძლია მოსწავლეზე ორიენტირებული

სწავლების სტრატეგიებზე გადავიტანო.

 დღეს ნასწავლი მასალა საშუალებას მაძლევს შევქმნა სასწავლო გარემო პროექტებზე

დაფუძნებული სწავლების წარმართვისას. ასევე როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები

ჩემი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის.

 ამ მოდულის ფარგლებში მე შევქმენი დოკუმენტი, პრეზენტაცია, ვებრესურსი

მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად. ასევე

შემიძლია დავგეგმო თემის ფარგლებში სასწავლო პროექტის განხორციელების

პროცედურები და შევქმნა მასალები მოსწავლეების მიერ პროექტებზე მუშაობის

პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელსეწყობისთვის.

 გავეცანი გასილიტაციის რესურსებს , რაც ხელმისაწვდომს ხდის, რომ ფასილიტატორ

რესურსებს ისე გავუკეთო ორგანიზება, რომ სწორი მიმართულება მივცე და

ვასწავლო მათ, თუ როგორ ისწავლონ.




Thursday, October 16, 2014

ტრენინგის მე-7 დღე

ტრენინგის ყოველი დღე უფრო და უფრო საინტერესოა და არ შემიძლია არ ავღნიშნო

ქალბატონ ქეთის გადმოცემის უნარი, ყველა სმენელისათვის ახალი მასალა ადვილად

 აღქმადია.
 
   დღესაც გავიმეორეთ წინა ტრენინგზე ნასწავლი და გადავედით ახალი მასალის

შესწავლაზე. სასწავლო პროცესი დავგეგმოთ ისე, რომ გავითვალისწინოთ ყველა

მოსწავლის ინტერესები, შესაძლებლობები. ვისწავლე ბლოგის გამოყენება სწავლაში,

რასაც აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს საგანში. ვაწარმოო ბლოგი იმიტომ,  რომ იმდენად

საინტერესი და მიმზიდველია, რომ მოსწავლეებს ავიწყდებათ, რომ ისინი სინამდვილეში

 სწავლობენ.ბლოგის საშუალებით დაუკავშირდები გარე სამყაროს. ბლოგი საშუალებას

აძლევს მოსწავლეს , გახდეს " მასწავლებელი"- წარუდგინოს საკუთარი მასალები

აუდიტორია. როცა მოსწავლემ იცის, რომ მის ნამუშევარს ეცნობა ფართო აუდიტორია,

ის მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება სწავლას. ბლოგის საშუალებით მოსწავლეებს და

მასწავლებლებს გვაქვს შესაძლებლობა, ვისწავლოთ ერთმანეთისაგან, შევქმნათ

ვირტუალური თემები, სადაც წევრები ერთმანეთს ცოდნას უზიარებენ, მართავენ

დისკუსიებს მათთვის საინტერესო საკითხების ირგვლივ.

ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის

გაზრდას, მოსწავლეთა ჩართვას სწავლა-სწავლების პროცესში და ეროვნული სასწავლო

გეგმით გათვალისწინებული საკითხების უკეთ გაგებას, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების

განვითარებას. ისტ-ის გამოყენების მნიშვნელობას ვხედავ ქიმიის გაკვეთილზე, სადაც

საგნის1/3 ნაწილი ეთმობა ექსპერიმენტებს.ტექნოლოგიების მულტიმედიური ხასიათი

საშუალებას იძლევა მოსწავლეებისათვის თვალსაჩინო გავხადო ესა თუ ის ქიმიური

მოვლენა. /მაგ.ფიზიკურად შეუძლებელი ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარება,

 როგორიცაა: ქიმიური რეაქციის ხანგრძლივობა, რეაქტივების არ ქონა, ნივთიერებების

მომწამლავი ბუნება, ბავშვის უსაფრთხოება./



Saturday, October 11, 2014

ტრენინგის მე-5 დღე


ტრენინგის ყოველი დღე უფრო და უფრო საინტერესოა. ეს კი ქალბატონი  ქეთევან

ცერაძის დიდი დამსახურებაა.

დღეს შევისწავლე ინტერნეტრესურსების მოძიება, გამოყენება მოსწავლეთა

თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ხელშესაწყობად.შევისწავლე ვებსაიტების

ეფექტურად მოძიება და მათი შეფასების მეთოდები.ასევე ვებსაიტების საავტორო

უფლებებსა და მათ კანონიერ გამოყენებას. ყოველივე ეს ინტერნეტის

გამოყენების შესაძლებლობას  მაძლევს ჩემი საგნის (თემის) ფარგლებში.

ინტელის სასწავლო კურსი-პროექტებით სწავლება საშუალებას მაძლევს შევქმნა

 ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, გავზარდო მოსწავლეთა

ჩართულობა სასწავლო პროცესში და ხელი შევუწყო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების

განვითარებას.


                                                     

ყოველ მომდევნო ტრენინგ მოუთმენლად ველოდები. ეს თქვენი დიდი დამსახურებაა.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქალბატონო ქეთევან ასეთი საინტერესო

ტრენინგებისათვის.




                                                  

Sunday, October 5, 2014

ტრენინგის მეოთხე დღე

გავიმეორე წინა დღის მასალა. ვიმუშავე პროექტის გეგმაზე. გავეცანი შეფასების

სხვადასხვა შეფასების გეგმას. გავაკეთე სლაიდებით პროექტის პორტფოლიო.

ნათელია რომ პროექტი უკავშირდება რეალურ ცხოვრებას. პროექტზე მუშაობისას

მოსწავლეებს უვითარდებათ აზროვნების უნარ-ჩვევები. პროექტი უნდა ეფუძნებოდეს

მნიშვნელოვან სასწავლო ამოცანებს და შეესაბამებოდეს ეროვნული მიზნების

სტანდარტებს. საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება დამეხმარება საინტერესოდ

და ეფექტურად წარვმართო სასწავლო პროცესი, გამოვიყენო სწავლების

მრავალფეროვანი მეთოდები, რაც დამეხმარება სწავლის სხვადასხვა სტილის მქონე

მოსწავლეებთან მუშაობაში.

  ეროვნული სასწავლო გეგმის  და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების

დოკუმენტიდან გამომდინარე საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე,

 მისი განვითარების პროცესი და შედეგი. ტრენინგზე შესწავლილი მასალა

 გამოვიყენო სასწავლო პროცესში და მოსწავლეებს განუვითარო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.

Saturday, October 4, 2014

ტრენინგის მე-3 დღე

გავიმეორე Word-ის ინსტრუმენტები: ქაღალდის შეტრიალება, სურათების ჩასმა,

სურათის ადგილის შეცვლა და ა. შ,  ბუკლეტების დამზადება. დღეს უკვე ვიმუშავე

პროექტის გეგმაზე. პროექტის გეგმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს

თუ როგორ უნდა განვსაზღვრო პროექტის სტანდარტი, მიზანი,  რომელიც მიმართებაში

უნდა იყვეს ეროვნული სასწავლო გეგმისა და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების

დოკუმენტებთან. სტანდარტის ფუნდამენტური პრინციპი შედეგზე ორიენტირებაა.

მასში სწავლების მიზნები ჩამოყალიბებულია შედეგების სახით, იმ ცოდნისა და

უნარ-ჩვევების სახით, რომელიც მოსწავლემ უნდა წარმოაჩინოს სასწავლო პროცესის

დასრულების შემდეგ. სტანდარტით განსაზღვრული შედეგებისა და ინდიკატორის

სახით მოსწავლეს შემიძლია ვასწავლო თუ როგორ და რა კუთხით უნდა მოიძიოს

ინფორმაცია. ვასწავლო არა დიდი ინფორმაციის მოძიება და დამახსოვრება, არამედ

ამ ინფორმაციის მყარ, დინამიურ და ფუნქციურ ცოდნად გარდაქმნა.


Sunday, September 28, 2014

ტრენინგის მეორე დღე


გავიმეორე პირველი დღის მასალა, Word-ის ინსტრუმენტები, გამეორება ხომ ცოდნის დედაა. ვისწავლე ბუკლეტების დამზადება, რასაც აუცილებლად განვახორციელებ პრაქტიკაში.ეს დამეხმარება სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვაში, წარმატების მიღწევაში მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოში.ასევე ეს დამეხმარება ინტერესი გავუღვიძო მოსწავლეებს და განუვითარო მაღალი სააზროვნო უნარები, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას სასწავლო პროცესში. ასევა კლასის გარეთ საზოგადოებასთან ურთიერთობას. შესაძლებელი ხდება ინფორმაციის ზუსტი გაცვლა და მოსწავლეებისატვის კომუნიკაციის ეფექტური მეთოდის დემოსტრირება