Saturday, October 4, 2014

ტრენინგის მე-3 დღე

გავიმეორე Word-ის ინსტრუმენტები: ქაღალდის შეტრიალება, სურათების ჩასმა,

სურათის ადგილის შეცვლა და ა. შ,  ბუკლეტების დამზადება. დღეს უკვე ვიმუშავე

პროექტის გეგმაზე. პროექტის გეგმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს

თუ როგორ უნდა განვსაზღვრო პროექტის სტანდარტი, მიზანი,  რომელიც მიმართებაში

უნდა იყვეს ეროვნული სასწავლო გეგმისა და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების

დოკუმენტებთან. სტანდარტის ფუნდამენტური პრინციპი შედეგზე ორიენტირებაა.

მასში სწავლების მიზნები ჩამოყალიბებულია შედეგების სახით, იმ ცოდნისა და

უნარ-ჩვევების სახით, რომელიც მოსწავლემ უნდა წარმოაჩინოს სასწავლო პროცესის

დასრულების შემდეგ. სტანდარტით განსაზღვრული შედეგებისა და ინდიკატორის

სახით მოსწავლეს შემიძლია ვასწავლო თუ როგორ და რა კუთხით უნდა მოიძიოს

ინფორმაცია. ვასწავლო არა დიდი ინფორმაციის მოძიება და დამახსოვრება, არამედ

ამ ინფორმაციის მყარ, დინამიურ და ფუნქციურ ცოდნად გარდაქმნა.


No comments:

Post a Comment