Sunday, October 5, 2014

ტრენინგის მეოთხე დღე

გავიმეორე წინა დღის მასალა. ვიმუშავე პროექტის გეგმაზე. გავეცანი შეფასების

სხვადასხვა შეფასების გეგმას. გავაკეთე სლაიდებით პროექტის პორტფოლიო.

ნათელია რომ პროექტი უკავშირდება რეალურ ცხოვრებას. პროექტზე მუშაობისას

მოსწავლეებს უვითარდებათ აზროვნების უნარ-ჩვევები. პროექტი უნდა ეფუძნებოდეს

მნიშვნელოვან სასწავლო ამოცანებს და შეესაბამებოდეს ეროვნული მიზნების

სტანდარტებს. საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება დამეხმარება საინტერესოდ

და ეფექტურად წარვმართო სასწავლო პროცესი, გამოვიყენო სწავლების

მრავალფეროვანი მეთოდები, რაც დამეხმარება სწავლის სხვადასხვა სტილის მქონე

მოსწავლეებთან მუშაობაში.

  ეროვნული სასწავლო გეგმის  და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების

დოკუმენტიდან გამომდინარე საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე,

 მისი განვითარების პროცესი და შედეგი. ტრენინგზე შესწავლილი მასალა

 გამოვიყენო სასწავლო პროცესში და მოსწავლეებს განუვითარო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.

4 comments:

  1. მშვენიერია. გეთანხმებით,მადლობას გიხდით თქვენც დახმარებისათვის

    ReplyDelete
  2. ნინო მომეწონა შენი მეოთხე დღის რეფლეხსია.

    ReplyDelete
  3. ნინი წარმატებებს გისურვეეებ

    ReplyDelete