გავიმეორეთ ტრენინგის მერვე დღის მასალები. ვიმუშავე ბლოგში-ვისწავლე
გვერდების შექმნა, HTML გაჯეტი. გავაკეთეთ პროექტების პრეზენტაცია.
ჩემი პროექტი იყო წყლის დაბინძურება. წყლის დაბინძურება დღესდღეობით
აქტუალური თემაა. ჩემი მოსწავლეები წელიწადში 2-ჯერ(სასწავლო წლის დასაწყისში
და სასწავლო წლის ბოლოს ) გავდივართ ბუნებაში და ვასუფთავებთ მდინარე ტანას
სანაპიროებს.მოსწავლეებმა გადაიღეს სურათებიც, გამოიყენეს ადამიანური რესურსები.
განახორციელეს პროექტი და წარმოადგინეს ფორმატის ქაღალდზე.
ტრენინგის მე-3 დონემ სულ სხვა თვალით დამანახვა პროექტზე მუშაობა, რაშიც დიდი
დამსახურება მიუძღვის ქალბატონ ქეთევან ცერაძეს. ამ ტრენინგებზე ნასწავლი
დამეხმარება სასწავლო პროცესში გამოვიყენო ინფორმაციული ტექნოლოგიები.
ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას
სწავლა-სწავლების პროცესში და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული
საკითხების უკეთ გაგებას, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას. გავითვალისწინო
თითოეული მოსწავლის ინტერესები და შესაძლებლობები , რაც გაზრდის მოსწავლეთა
მოტივაციას. შევქმნა მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო, ვინაიდან
ეროვნული სასწავლო გეგმისა და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების
დოკუმენტებიდან გამომდინარე საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე,
მისი განვითარების პროცესი და შედეგი.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქალბატონ ქეთევან ცერაძეს მუხლმოუხრელი
მუშაობისათვის.
დიდი სიყვარულით ნინო ონიაშვილი
No comments:
Post a Comment