Thursday, October 16, 2014

ტრენინგის მე-7 დღე

ტრენინგის ყოველი დღე უფრო და უფრო საინტერესოა და არ შემიძლია არ ავღნიშნო

ქალბატონ ქეთის გადმოცემის უნარი, ყველა სმენელისათვის ახალი მასალა ადვილად

 აღქმადია.
 
   დღესაც გავიმეორეთ წინა ტრენინგზე ნასწავლი და გადავედით ახალი მასალის

შესწავლაზე. სასწავლო პროცესი დავგეგმოთ ისე, რომ გავითვალისწინოთ ყველა

მოსწავლის ინტერესები, შესაძლებლობები. ვისწავლე ბლოგის გამოყენება სწავლაში,

რასაც აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს საგანში. ვაწარმოო ბლოგი იმიტომ,  რომ იმდენად

საინტერესი და მიმზიდველია, რომ მოსწავლეებს ავიწყდებათ, რომ ისინი სინამდვილეში

 სწავლობენ.ბლოგის საშუალებით დაუკავშირდები გარე სამყაროს. ბლოგი საშუალებას

აძლევს მოსწავლეს , გახდეს " მასწავლებელი"- წარუდგინოს საკუთარი მასალები

აუდიტორია. როცა მოსწავლემ იცის, რომ მის ნამუშევარს ეცნობა ფართო აუდიტორია,

ის მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება სწავლას. ბლოგის საშუალებით მოსწავლეებს და

მასწავლებლებს გვაქვს შესაძლებლობა, ვისწავლოთ ერთმანეთისაგან, შევქმნათ

ვირტუალური თემები, სადაც წევრები ერთმანეთს ცოდნას უზიარებენ, მართავენ

დისკუსიებს მათთვის საინტერესო საკითხების ირგვლივ.

ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის

გაზრდას, მოსწავლეთა ჩართვას სწავლა-სწავლების პროცესში და ეროვნული სასწავლო

გეგმით გათვალისწინებული საკითხების უკეთ გაგებას, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების

განვითარებას. ისტ-ის გამოყენების მნიშვნელობას ვხედავ ქიმიის გაკვეთილზე, სადაც

საგნის1/3 ნაწილი ეთმობა ექსპერიმენტებს.ტექნოლოგიების მულტიმედიური ხასიათი

საშუალებას იძლევა მოსწავლეებისათვის თვალსაჩინო გავხადო ესა თუ ის ქიმიური

მოვლენა. /მაგ.ფიზიკურად შეუძლებელი ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარება,

 როგორიცაა: ქიმიური რეაქციის ხანგრძლივობა, რეაქტივების არ ქონა, ნივთიერებების

მომწამლავი ბუნება, ბავშვის უსაფრთხოება./



No comments:

Post a Comment